დღეს,
3 ივნისს „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრში“ ჩატარდა ღია კარის
დღე, სადაც მოწვეულნი იყვნენ ქ.ხობის #1 საჯარო სკოლის მე-IX კლასის
მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ადა შელია). მოსწავლეებმა დაათვალიერეს ელგაყვანილობის
მონიტორის, თექის, მდივან-რეფერენტის, უცხო ენის, მომპირკეთებელი (მეფილეს), ქართული
ფარდაგი-გობელენის, სტილისტის, პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორის, მინანქრის
ხელოსნის, ტ-1 კატეგორიის ტრაქტორისტ-მემანქანის და „ბც“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მძღოლთა გადამზადების ჯგუფები.
მოსწავლეები
გაესაუბრნენ პედაგოგ-ინსტრუქტორებს და ამომწურავად მიიღეს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე
პასუხები.