ოთხშაბათს 30 სექტემბერს 14:00 საათზე ჩატარდა ქ. ხობის №1 საჯარო სკოლის X კლასის მშობელთა საერთო კრება, რომელსაც დაესწრო მშობელთა უმრავლესობა ( 16 მშობელი).
კრებაზე კლასის ხელმძღვანელმა ადა შელიამ მშობლებს გააცნო წინა სასწავლო წლის შედეგები, მიულოცა ოთხი მოსწავლის (ს.კვირტიას, დ.ლომაიას, ე.ჭედიას, ვ.შენგელიას ) მშობლებს, რომელთა შვილებს წარმატებული სწავლისათვის საქართველოს განათლების სამინისტროსაგან გადაეცემათ კომპიუტერები. მშობლებს გააცნეს კლასის ახალი შინაგანაწესი, ახალი სასწავლო წლის პროგრამის საკითხები, კლასის ბლოგ-გვერდის მისამართი და სხვა საკითხები.სხვა და სხვა საგნის მასწავლები პირადად გაეცნენ და გაესაუბრნენ მშობლებს.