სსიპ ქალაქ ხობის #1საჯარო სკოლის 1-ელ კლასში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები, აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი, შეასრულეს დედაენისადმი მიძღვნილი სიმღერები, მარცვლებისგან ააწყვეს საქართველოს ყველა კუთხის დასახელება და დაიტანეს კლასში განთავსებულ დიდ რუკაზე, ითამაშეს ინტელექტუალური თამაშები და ა.შ.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა ქეთევან გაბისონიამ, კლასის დამრიგებელმა ადა შელიამ, ქართული ენის მასწალებლებმა შორენა ხვიჩიამ და ბელა ხორავამ პირველკლასელებს დედაენის დღე მიულოცეს, რის შემდეგ სკოლის ეზოში დედაენის სიმბოლურ მონუმენტთან გადაიღეს საერთო სამახსოვრო ფოტო.