26.09.2025

მადლობის სიგელი

    ჩემი სერტიფიკატი

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით,მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გაიმართება.
  ათეულ წელზე მეტი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მოზარდი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  საპატიო ჯილდო გადმომეცა ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ.
 ამ აღიარებისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორს , ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ანა არაბულს, ხობის N1 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ქეთინო გაბისონიას და ყველა იმ ადამიანს რომელთა უშუალო მხარდამჭერით გაიმართა ეს ულამაზესი და ამაღელვებლი ღონისძიება.
 ჩემთვის  სკოლაში გატარებული თითოეული დღე სიხარულის და ბედნიერების მომნიჭებელია.
კოლეგებო, ჩემო პირველსკოლელებო ,  ძვირფასო მშობლებო და უსაყვარლესო მოსწავლეებო მადლობა იმ სითბოს, სიყვარულის, პატივისცემის და მხარდაჭერისთვის რასაც თქვენგან ვგრძნობ. 
 ჩემთვის დიდი პატივია მერქვას თქვენი მასწავლებელი. 
ადა შელია-შონია



25.05.2025

პირველი კლასის პირველი ერთობლივი ექსკურსია

 

24 მაისს ჩემს ვარსკვლავებთან ერთად ვიმყოფებოდი ექსკურსიაზე, რომელსაც არა მხოლოდ გასართობი.. შემეცნებითი ხასიათიც ჰქონდა. დავათვალიერეთ ზუგდიდის დადიანების სასახლე, რაც ასახეს და თავის გვერდზე განათავსა მუზეუმის ადმინისტრაციამ. 

შემდგომ გავისეირნეთ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სადაც იშვიათ მცენარეებთან ერთად წარმოდგენილია ეგზოტიკურ ფრინველთა სახეობები.

შემეცნებითი პროგრამის შემდეგ ბავშვები ეწვივდნენ ზუგდიდის გასართობ ცენტრ „ლა-ლა ლენდს“

მადლობას ვუხდი ჩემი ვარსკვლავების ძვირფას მშობლებს, ერთობისთვის და  ამ სითბოთი სავსე ლამაზი დღისთვის.