01.10.2018

ხობის N1 საჯარო სკოლაში უჩვეულო გაკვეთილი, ''ანბანის გაცნობა'', ჩაატარეს.

გაკვეთილი, პირველი ,,ა“  კლასის ქართული ენის მასწავლებელმა ელისო კვიკვინიამ ჩაატარა.

შეიქმნა საზეიმო განწყობა, რათა ეს გაკვეთილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ყოფილიყო მოსწავლეებისათვის.  

მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შესწავლილი ლექსების წაკითხვაში. მოკლედ ისაუბრეს დედაენის ავტორზე იაკობ გოგებაშვილზე. გაიხსენეს მისი სხვა საბავშვო მოთხრობები, ლექსები ,,დედაენაზე“, ქართულ ანბანზე.  

განსაკუთრებით მოეწონათ აქტივობა ,,ი“ და ,,ა“ ბგერებზე დაწყებული სიტყვების მოფიქრებაზე.  ბავშვებმა ბუკების დახმარებით პროგრამაში ,,კამა-ბუკი“ მოიძიეს გაცნობილი ასო-ბგერები და მოისმინეს სიმღერები ქართულ ანბანზე. ასევე, წყვილებში გააფერადეს ნახატი ,,ია“ ყვავილი.