28.10.2013

საქველმოქმედო აქცია




ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მომავლის ხედვა“ საქველმოქმედო აქცია „შევეწიოთ უპოვართ“ დაასრულა, აქციაში ჩართული იყო 11 სკოლის თვითმართველობა.
ამ აქციის ფარგლებში დახმარება გაეწია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მცხოვრებ 11 ოჯახს, რომლებიც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილ იქნენ საკვებითა და ტანსაცმლით, მათ შორის უკიდურესად გაჭირვებულ ორ ოჯახს გადაეცათ ფულადი დახმარება 150-150 ლარის ოდენობით.






22.10.2013

ჩატარდა 2013-14 წ.წ. თვითმმართველობის არჩევნები

სსიპ ქალაქ ხობის № 1 საჯარო სკოლაში 22 ოქტომბერს ჩატარდა თვითმმართველობის აჩევნები. .ფარულ კენჭისყრაში მე-8 კლასის 34 მოსწავლიდან მონაწილეობა მიიღო 30-მა. სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლად არჩეულ იქნენ: აგუმავა ელენა და ჯანაშია ირაკლი.







17.10.2013

2013-14 სასწავლო წლის პირველი მშობელთა კრება ჩატარდა


17 ოქტომბერს 13:00 საათზე ჩატარდა ქ. ხობის 1 საჯარო სკოლის VIII კლასის მშობელთა კრება, რომელსაც დაესწრო მშობელთა უმრავლესობა ( 29 მშობელი).
     კრებაში მონაწილეობა მიიღო ყველა საგნის პედაგოგმა, საუბარი შეეხო მიმდინარე პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებს. დასახულ იქნა სწავლების  ხარისხის ამაღლება და მოსწავლეთა დისციპლინის გაუმჯობესება.

14.10.2013

მოლოცვა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე

დღეს 14 ოქტომბერს ,,სვეტისცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენმა კლასმა, კლასის დამრიგებელთან ადა მასწავლებელთან ერთად მოვილოცეთ ხობის ღვთიმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი, სადაც დავანთეთ სანთლები და ვილოცეთ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის.

09.10.2013

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა

5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენმა კლასმა საგანგებოდ დავამზადეთ კედლის გაზეთი სადაც ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს მივულოცეთ მასწავლებლის დღე.

ამსახველი ფოტო-მასალა:







04.10.2013

იუბილარი

დღეს 4 ოქტომბერს ჩვენს კლასელს დიმიტრი ლომაიას შეუსრულდა 14 წელი, მთელი კლასის სახელით ვულოცავთ მას დაბადების დღეს  და ვუსურვებთ წარმატებებს.