27.12.2018

სადაზღვევო კომპანიის საჩუქარი ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას (ვიდეო)


27 დეკემბერს, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას სს სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ წარმომადგენლები ეწვივნენ და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს. 
საჯარო სკოლას 300 ერთეული წიგნი გადაეცა, მათ შორის - საბავშვო და სამეცნიერო ლიტერატურა.
როგორც „ევროინს ჯორჯიას“ წარმომადგენელმა - იმედა ალხაზიშვილმა განაცხადა, აქციის მიზანი სკოლის წიგნადი ფონდის განახლება და განათლების ხელშეწყობაა. 
„აი სი ჯგუფი“ 2005 წლიდან წარმატებით საქმიანობს სადაზღვევო ბაზარზე. 2018 წლის მიწურულს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი“ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია “EUROINS GROUP”-ის წევრი გახდა. ამიერიდან „აი სი ჯგუფი“  „ევროინს ჯორჯიას“ სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე.

26.12.2018

პირველკლასელთა საახალწლო ზეიმი (ვიდეო)

დღეს ხობის 1 საჯარო სკოლის I-ა კლასში ნამდვილი წინასაახალწლო დღესასწაული მოეწყო. პატარებმა სანტასთან ერთად ხალისით მიიღეს მონაწილეობა მუსიკალურ ნომრებში. მათმა ლექსებმა, სიმღერამ, სიცილმა და მხიარულმა შეძახილებმა გაახალისეს სკოლის კედლები.
დიდი მადლობა სკოლის დირექციას, საგნის მასწავლებლებს და მშობლებს ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
კლასის დამრიგებელი ადა შელია.

ზეიმის სრული ვიდეო