10.12.2019

,,ვიმოგზაუროთ ერთად წიგნის სამყაროში"


ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები სტუმრად ხობის N 1 საჯარო სკოლის მე-2 კლასში (დამრიგებელი ქალბატონი ადა შელია) პროექტის ფარგლებში ,,ვიმოგზაუროთ ერთად წიგნის სამყაროში".
პროექტის მთავარი იდეა არის მოსწავლეებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივება, ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბება, ინტეგრირება სკოლასა და ბიბლიოთეკას შორის.
ბიბლიოთეკის თანამშრომლები მოსწავლეებს ესაუბრნენ ბიბლიოთეკაზე, წიგნზე. გააცნეს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით სარგებლობის წესები.
ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ავითარებს კითხვა გემოვნებას, სიტყვით ხელოვნების ტკბობით უნარს, როგორ შეიძლება ჩავწვდეთ პერსონაჟის შინაგან სამყაროს, თვალი მივადევნოთ მათი სულის მოძრაობას, ხასიათის ჩამოყალიბებას. წიგნის საშუალებით შესაძლებლობა გვეძლევა ვიცხოვროთ სხვადასხვა დროში, ნებისმიერ ეპოქაში, რეალურსა თუ ზღაპრულ სამყაროში, არსებულსა თუ არარსებულ განზომილებაში.
წაიკითხეს ზღაპარი, ლექსები, გამოცანები...
მადლობა ხობის N 1 საჯარო სკოლას, კლასის დამრიგებელსა და მოსწავლეებს ურთიერთთანამშრომლობისა და საინტერესოდ გატარებული ერთი საათისათვის...

27.11.2019

მოლოცვა ხობის მონასტერში

2019 წლის 27 ნოემბერს სსიპ ხობის #1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა ამავე სკოლის პედაგოგთან ადა შელიასთან და სკოლის ბიბლიოთეკართან ლუარა გვარამიასთან ერთად ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ათონის წმინდა მთიდან ახლად მობრძანილი ღვთისმშობლის სახელობის ხატები მოვილოცეთ და უფალს  მშვიდობა შევავედრეთ ჩვენს სამშობლოში.

04.10.2019

ვულოცავთ! გიორგი ღადუას და დავით ბუკიას,საჭადრაკო ტურნირში მეორე და მესამე ადგილის დაკავებას

2 ოქტომბერს ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში „ევროპის სპორტის კვირეულის“ (European Week of Sport – #Beactive) დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელშიც სხვა წარმატებულ მონაწილეებს შორის ჩვენი კლასის ორი მოსწავლე: გიორგი ღადუა  და დავით ბუკია დაჯილდოვდნენ საჭადრაკო ტურნირში მეორე და მესამე ადგილის დაკავებისათვის. 
კლასის სახელით ვულოცავთ დავითს და გიორგის წარმატებას და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალშიც.

06.05.2019

ნორჩი პოეტის გიორგი ღადუას ლექსების გაცნობა სკოლის ბიბლიოთეკაში


3 მაისს სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის განახლებულ ბიბლიოთეკაში  ამავე სკოლის პირველი კლასელი გიორგი ღადუა საკუთარი ლექსები წარსდგა თანაკლასელებისა და თანასკოლელების წინაშე
   როგორც გიორგის დედ ამბობს, ის სიტყვებს სულ პატარა ასაკიდან რითმავს, რასაც შემდგომში ჩანაწერების სახით ინახავდა. ნორჩი პოეტისთვის უსაყვარლესი ლექსი სწორედ დედას ეძღვნება
     ღონისძიება პირველი კლასის დამრიგებელი ადა შელიას და სკოლის ბიბლიოთეკარის ლუარა გვარამიას ორგანიზებით მოეწყო, რომლის წამყვანიც მეცხრე კლასის მოსწავლე ნიკა კორტავა გახლდათ (რისთვისაც მადლობას ვუხდით მას).
     შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ ნიჭიერ მოსწავლეს გიორგი ღადუას