სსიპ ქალაქ. ხობის №1 საჯარო სკოლა მეორე კლასის ბლოგი
23.04.2026
20.03.2026
ხობის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
19 მარტს, ხობის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ადა შონია-შელიას ორგანიზებით, ხობის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში სანთლები დაანთეს.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას.
,,მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ.მუდმივად შევთხოვ უფალს,მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი" ❤️
ილია II
11.11.2025
26.09.2025
მადლობის სიგელი
ჩემი სერტიფიკატი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით,მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გაიმართება.
ათეულ წელზე მეტი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მოზარდი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადმომეცა ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ.
ამ აღიარებისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორს , ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ანა არაბულს, ხობის N1 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ქეთინო გაბისონიას და ყველა იმ ადამიანს რომელთა უშუალო მხარდამჭერით გაიმართა ეს ულამაზესი და ამაღელვებლი ღონისძიება.
ჩემთვის სკოლაში გატარებული თითოეული დღე სიხარულის და ბედნიერების მომნიჭებელია.
კოლეგებო, ჩემო პირველსკოლელებო , ძვირფასო მშობლებო და უსაყვარლესო მოსწავლეებო მადლობა იმ სითბოს, სიყვარულის, პატივისცემის და მხარდაჭერისთვის რასაც თქვენგან ვგრძნობ.
ჩემთვის დიდი პატივია მერქვას თქვენი მასწავლებელი.
ადა შელია-შონია
Подписаться на:
Сообщения (Atom)




.jpg)
.jpg)