03.06.2015

სტუმრად „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრში“

დღეს, 3 ივნისს „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრში“ ჩატარდა ღია კარის დღე, სადაც მოწვეულნი იყვნენ ქ.ხობის #1 საჯარო სკოლის მე-IX კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ადა შელია). მოსწავლეებმა დაათვალიერეს ელგაყვანილობის მონიტორის, თექის, მდივან-რეფერენტის, უცხო ენის, მომპირკეთებელი (მეფილეს), ქართული ფარდაგი-გობელენის, სტილისტის, პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორის, მინანქრის ხელოსნის, ტ-1 კატეგორიის ტრაქტორისტ-მემანქანის და „ბც“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა გადამზადების ჯგუფები.