10.12.2019

,,ვიმოგზაუროთ ერთად წიგნის სამყაროში"


ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები სტუმრად ხობის N 1 საჯარო სკოლის მე-2 კლასში (დამრიგებელი ქალბატონი ადა შელია) პროექტის ფარგლებში ,,ვიმოგზაუროთ ერთად წიგნის სამყაროში".
პროექტის მთავარი იდეა არის მოსწავლეებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივება, ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბება, ინტეგრირება სკოლასა და ბიბლიოთეკას შორის.
ბიბლიოთეკის თანამშრომლები მოსწავლეებს ესაუბრნენ ბიბლიოთეკაზე, წიგნზე. გააცნეს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით სარგებლობის წესები.
ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ავითარებს კითხვა გემოვნებას, სიტყვით ხელოვნების ტკბობით უნარს, როგორ შეიძლება ჩავწვდეთ პერსონაჟის შინაგან სამყაროს, თვალი მივადევნოთ მათი სულის მოძრაობას, ხასიათის ჩამოყალიბებას. წიგნის საშუალებით შესაძლებლობა გვეძლევა ვიცხოვროთ სხვადასხვა დროში, ნებისმიერ ეპოქაში, რეალურსა თუ ზღაპრულ სამყაროში, არსებულსა თუ არარსებულ განზომილებაში.
წაიკითხეს ზღაპარი, ლექსები, გამოცანები...
მადლობა ხობის N 1 საჯარო სკოლას, კლასის დამრიგებელსა და მოსწავლეებს ურთიერთთანამშრომლობისა და საინტერესოდ გატარებული ერთი საათისათვის...