27.12.2018

სადაზღვევო კომპანიის საჩუქარი ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას (ვიდეო)


27 დეკემბერს, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას სს სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ წარმომადგენლები ეწვივნენ და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს. 
საჯარო სკოლას 300 ერთეული წიგნი გადაეცა, მათ შორის - საბავშვო და სამეცნიერო ლიტერატურა.
როგორც „ევროინს ჯორჯიას“ წარმომადგენელმა - იმედა ალხაზიშვილმა განაცხადა, აქციის მიზანი სკოლის წიგნადი ფონდის განახლება და განათლების ხელშეწყობაა. 
„აი სი ჯგუფი“ 2005 წლიდან წარმატებით საქმიანობს სადაზღვევო ბაზარზე. 2018 წლის მიწურულს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი“ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია “EUROINS GROUP”-ის წევრი გახდა. ამიერიდან „აი სი ჯგუფი“  „ევროინს ჯორჯიას“ სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე.

26.12.2018

პირველკლასელთა საახალწლო ზეიმი (ვიდეო)

დღეს ხობის 1 საჯარო სკოლის I-ა კლასში ნამდვილი წინასაახალწლო დღესასწაული მოეწყო. პატარებმა სანტასთან ერთად ხალისით მიიღეს მონაწილეობა მუსიკალურ ნომრებში. მათმა ლექსებმა, სიმღერამ, სიცილმა და მხიარულმა შეძახილებმა გაახალისეს სკოლის კედლები.
დიდი მადლობა სკოლის დირექციას, საგნის მასწავლებლებს და მშობლებს ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
კლასის დამრიგებელი ადა შელია.

ზეიმის სრული ვიდეო





22.11.2018

შემაჯამებელი გაკვეთილი ხელოვნებაში

ქ.ხობის #1 საჯარო სკოლის I-ა  კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ხელოვნებაში.
 პედაგოგი ნინო გვასალია.











10.11.2018

I-ა კლასის მშობელთა პირველი გაერთიანებული კრება

ოთხშაბათს  7 ნოემბერს  13:00 საათზე ჩატარდა ქ. ხობის 1 საჯარო სკოლის I-ა კლასის მშობელთა კრება, რომელსაც  მშობელთა უმრავლესობა დაესწრო, კრებაზე მოწვევა მოსწავლეთა მეშვეობით წერილობით მოხდა რაც თავის მხრივ მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგია გახლავთ. 
     კრებაში მონაწილეობა მიიღო ყველა საგნის პედაგოგმა, განხილულ იქნა ბავშვების პირველი ნაბიჯები მოსწავლის რანგში, მათი ადაპტაცია სწავლისა და ქცევის საერთო ნორმები. 

01.10.2018

ხობის N1 საჯარო სკოლაში უჩვეულო გაკვეთილი, ''ანბანის გაცნობა'', ჩაატარეს.

გაკვეთილი, პირველი ,,ა“  კლასის ქართული ენის მასწავლებელმა ელისო კვიკვინიამ ჩაატარა.

შეიქმნა საზეიმო განწყობა, რათა ეს გაკვეთილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ყოფილიყო მოსწავლეებისათვის.  

მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შესწავლილი ლექსების წაკითხვაში. მოკლედ ისაუბრეს დედაენის ავტორზე იაკობ გოგებაშვილზე. გაიხსენეს მისი სხვა საბავშვო მოთხრობები, ლექსები ,,დედაენაზე“, ქართულ ანბანზე.  

განსაკუთრებით მოეწონათ აქტივობა ,,ი“ და ,,ა“ ბგერებზე დაწყებული სიტყვების მოფიქრებაზე.  ბავშვებმა ბუკების დახმარებით პროგრამაში ,,კამა-ბუკი“ მოიძიეს გაცნობილი ასო-ბგერები და მოისმინეს სიმღერები ქართულ ანბანზე. ასევე, წყვილებში გააფერადეს ნახატი ,,ია“ ყვავილი.


17.09.2018

ახალი სასწავლო წლის დასაწყისის ამსახველი ფოტო ალბომი

გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!

 
ძვირფასო
 მოსწავლეებომშობლებო, პედაგოგებო დათანამშრომლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლისდაწყებას, გისურვებთ ეს  ახალი სასწავლო წელი თქვენს ცხოვრებაში ყოფილიყოს კიდევ ერთისაინტერესო პერიოდისახალი ცოდნისა დაგამოცდილების შეძენის დასაწყისისაინტერესო დაწარმატებებით გამორჩეული!
განსაკუთრებით ვულოცავთ ახალი სასწავლო წლისდაწყებას ჩვენს პირველკლასელებს – მათთვის ხომდღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპისდასაწყისია. გისურვებთ რომ ჩვენი სკოლა თქვენთვისიყოს ცოდნისა და მეგობრობის ტაძარიფეხბედნიერიყოფილიყოს თქვენი პირველი ნაბიჯები ცოდნისსამყაროში. მუდამ წარმატებებით გევლოთ, გაგეხარებინოთ მშობლებისა და პედაგოგების გულები.