20.06.2026

„ადას-კლასის“ დაუვიწყარი მოგონებები იმერეთიდან!

19 ივნისს, ხობის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები ულამაზეს იმერეთს ვეწვიეთ. პირველი კლასის ზუგდიდური ვოიაჟის შემდეგ, ამჯერად მარშრუტი უფრო შორს და საინტერესო ადგილებზე დავგეგმეთ:

მოვილოცეთ დიდებული ბაგრატის ტაძარი;

დავათვალიერეთ საოცარი სათაფლიის მღვიმე;

ვისეირნეთ ქუთაისის ულამაზეს ბაღში.

ბავშვები უზომოდ ბედნიერები და კმაყოფილნი დარჩნენ! ✨

❤️ უღრმესი მადლობა ჩვენს ძვირფას მშობლებს – საუკეთესო ორგანიზებულობისთვის, გვერდში დგომისა და იმ თბილი, მეგობრული ატმოსფეროსთვის, რომელიც ერთად შევქმენით.

წინ კიდევ ბევრი საინტერესო სასწავლო წელი და ასეთი ლამაზი დღეები გველოდება! 📚

სიყვარულით, კლასის დამრიგებელი: ადა შელია-შონია





20.03.2026

ხობის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

 


19 მარტს, ხობის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ადა შონია-შელიას ორგანიზებით, ხობის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში სანთლები დაანთეს.

​მოსწავლეებმა პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას.

,,მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ.მუდმივად შევთხოვ უფალს,მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი" ❤️

ილია II


26.09.2025

მადლობის სიგელი

    ჩემი სერტიფიკატი

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით,მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გაიმართება.
  ათეულ წელზე მეტი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მოზარდი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  საპატიო ჯილდო გადმომეცა ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ.
 ამ აღიარებისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორს , ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ანა არაბულს, ხობის N1 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ქეთინო გაბისონიას და ყველა იმ ადამიანს რომელთა უშუალო მხარდამჭერით გაიმართა ეს ულამაზესი და ამაღელვებლი ღონისძიება.
 ჩემთვის  სკოლაში გატარებული თითოეული დღე სიხარულის და ბედნიერების მომნიჭებელია.
კოლეგებო, ჩემო პირველსკოლელებო ,  ძვირფასო მშობლებო და უსაყვარლესო მოსწავლეებო მადლობა იმ სითბოს, სიყვარულის, პატივისცემის და მხარდაჭერისთვის რასაც თქვენგან ვგრძნობ. 
 ჩემთვის დიდი პატივია მერქვას თქვენი მასწავლებელი. 
ადა შელია-შონია



25.05.2025

პირველი კლასის პირველი ერთობლივი ექსკურსია

 

24 მაისს ჩემს ვარსკვლავებთან ერთად ვიმყოფებოდი ექსკურსიაზე, რომელსაც არა მხოლოდ გასართობი.. შემეცნებითი ხასიათიც ჰქონდა. დავათვალიერეთ ზუგდიდის დადიანების სასახლე, რაც ასახეს და თავის გვერდზე განათავსა მუზეუმის ადმინისტრაციამ. 

შემდგომ გავისეირნეთ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სადაც იშვიათ მცენარეებთან ერთად წარმოდგენილია ეგზოტიკურ ფრინველთა სახეობები.

შემეცნებითი პროგრამის შემდეგ ბავშვები ეწვივდნენ ზუგდიდის გასართობ ცენტრ „ლა-ლა ლენდს“

მადლობას ვუხდი ჩემი ვარსკვლავების ძვირფას მშობლებს, ერთობისთვის და  ამ სითბოთი სავსე ლამაზი დღისთვის.

14.04.2025

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება (163 ფოტო + ვიდეო)

 

სსიპ ქალაქ ხობის #1საჯარო სკოლის 1-ელ კლასში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები, აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი, შეასრულეს დედაენისადმი მიძღვნილი სიმღერები, მარცვლებისგან ააწყვეს საქართველოს ყველა კუთხის დასახელება და დაიტანეს კლასში განთავსებულ დიდ რუკაზე, ითამაშეს ინტელექტუალური თამაშები და ა.შ.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა ქეთევან გაბისონიამ, კლასის დამრიგებელმა ადა შელიამ, ქართული ენის მასწალებლებმა შორენა ხვიჩიამ და ბელა ხორავამ პირველკლასელებს დედაენის დღე მიულოცეს, რის შემდეგ სკოლის ეზოში დედაენის სიმბოლურ მონუმენტთან გადაიღეს საერთო სამახსოვრო ფოტო.


15.11.2024

გაკვეთილები შემოდგომის თემაზე

 

,,ფეხქვეშ გათელა შემოდგომამ ხეჭეჭურები,
ჩამოიარა ეზო-ეზო სავსე ხელადით,
ამირანივით მოიქნია ეს ბრგე ჭურები,
მოიქნია და დევებით დაფლა ყელამდი."

07.11.2024

პირვეკლასელები სტუმრად ბიბლიოთეკაში

 ,,სწავლა, ცოდნა და მეცნიერება ღონეა იმისთანა,რომელსაც წინ ვეღარაფერი ვერ უდგება...

ცოდნა უძლეველი ფარია არსებობისათვის, ბასრი ხმალი მოგერიებისათვის "

სტუმრად ბიბლიოთეკაში

 



პირველკლასელები ეზიარნენ დიდი იაკობის საგანძურს. „აი იას“ გასაღებმა ცოდნის სამყაროში მოგზაურობა გაგვიადვილა.
მჯერა, ეს ადგილი თითოეული თქვენგანის უსაყვარლესი ადგილი გახდება.

23.04.2024

„გაზაფხული შემოიჭრა სულში"

 

მადლობა  ღონისძიების ორგანიზატორებს, მასწავლებლებს: მარინე ჯღარკავას, მარინე სიხარულიძეს

16.06.2023

შემეცნებითი ექსკურსია ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში

   

15 ივნისს სსიპ ქ.ხობის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები: ადა შელია-შონია და ზაირა ცხადაია ამავე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად ვიმყოფებოდით მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი მწერლის, კინოსცენარისტისა და დრამატურგის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს (ოტია იოსელიანი ხობის საპატიო მოქალაქე გახლდათ).
მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს მწერლის საფლავი და ხსოვნის საპატივცემლოდ იქვე სანთელები დაანთეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ზაირა ცხადაიამ მუზეუმს გადასცა წლების მანძილზე მის მიერ შექმნილი მწერლის შემოქმედებასთან დაკავშირებული ალბომი, საარქივო ვიდეო მასალა, რომელშიც ასახულია ჩვენი სკოლის მოსწავლეების სტუმრობა მწერალთან ასევე ხობის მუნიციპალიტეტის შესახებ გამოცემული გოგიტა ჩიტაიას წიგნები.
ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი დღეს მწერლის უამრავ საინტერესო ნივთს ინახავს, აქ წმინდა ქართული ავთენტური გარემოა.
გიდობა მწერლის შთამომავლებმა გაგვიწიეს, ბავშვები ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ.
ექსკურსია იმერეთში არსებული სხვა ღირშესანიშნაობების გაცნობით გაგრძელდა.