02.05.2014

ბუნების წიაღში

2 მაისს, გაზაფხულის თბილ, მზიან დღეს, ხობის #1 საჯარო სკოლია VIII კლასელებმა დამრიგებელთან ერთად გადავწყვიტეთ წავსულიყავით პიკნიკზე. დირექციის მხარდაჭერით ჩვენი გეგმა შესრულდა. დილით 10 სთ-ზე შევიკრიბეთ, ადა მასწავლებელთან ერთად წავედით მდინარის პირას. იყო სიმშვიდე, სითბო, თითქოს მზე მისი სხივებით გვეალერსებოდა. ბავშვები მინდორზე შევცვივდით, ნაწილი ფეხბურთს თამაშობდა, ხან წრეში ბურთს ვთამაშობდით, ხან ფრემბურთს და დაჭერობანას. ვიღებდით ფოტოებს. მას შემდეგ რაც წავიხემსეთ, ცოტა ვირბინეთ, მე თევზი დავიჭირე, თუმცა გამექცა. ვუყურებდით თევზებს, რომლებით წყალზე ხტოდნენ. დიდად ნასიამოვნები დავრჩით ყველანი.
სოფიო  კვირტია

2 მაისს ,კლასელებმა გადავწყვიტეთ ჩვენს დამრიგებელთან ,ადა მასწავლებელთან ერთად წავსულიყავით ბუნების წიაღში,მდინარის პირას.ვიმხიარულეთ,ვითამაშეთ, ბევრი ფოტო გადავიგეთ ,ვითევზავეთ ცოტა წავიხემსეთ კიდეც. დღემ მთლიანობაში კარგად ჩაიარა ,ყველანი შინ კმაყოფილები დავბრუნდით.

09.03.2014

კოლხეთის მღვთისმშობლის ხატის გადაბრძანება

9 მარტს მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს ჩვენი VIII კლასელები, კლასის ხელმძღვანელთან ადა შელიასთან ერთად ხობის ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერში დავესწარით ისტორიულ მოვლენას კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის ხობიდან ფოთში გადაბრძანების საზეიმო მსვლელობას.






06.03.2014

2014 სასწავლო წლის რიგით მეორე მშობელთა კრება

ხუთშაბათს  6 მარტს  14:00 საათზე ჩატარდა ქ. ხობის 1 საჯარო სკოლის VIII კლასის მშობელთა კრება, რომელსაც დაესწრო მშობელთა უმრავლესობა ( 27 მშობელი).
     კრებაში მონაწილეობა მიიღო ყველა საგნის პედაგოგმა.