2019 წლის 27 ნოემბერს სსიპ ხობის #1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა ამავე სკოლის პედაგოგთან ადა შელიასთან და სკოლის ბიბლიოთეკართან ლუარა გვარამიასთან ერთად ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ათონის წმინდა მთიდან ახლად მობრძანილი ღვთისმშობლის სახელობის ხატები მოვილოცეთ და უფალს მშვიდობა შევავედრეთ ჩვენს სამშობლოში.
27.11.2019
04.10.2019
ვულოცავთ! გიორგი ღადუას და დავით ბუკიას,საჭადრაკო ტურნირში მეორე და მესამე ადგილის დაკავებას
2 ოქტომბერს ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში „ევროპის სპორტის კვირეულის“ (European Week of Sport – #Beactive) დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელშიც სხვა წარმატებულ მონაწილეებს შორის ჩვენი კლასის ორი მოსწავლე: გიორგი ღადუა და დავით ბუკია დაჯილდოვდნენ საჭადრაკო ტურნირში მეორე და მესამე ადგილის დაკავებისათვის.
კლასის სახელით ვულოცავთ დავითს და გიორგის წარმატებას და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალშიც.
კლასის სახელით ვულოცავთ დავითს და გიორგის წარმატებას და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალშიც.
06.05.2019
ნორჩი პოეტის გიორგი ღადუას ლექსების გაცნობა სკოლის ბიბლიოთეკაში
3 მაისს სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის განახლებულ ბიბლიოთეკაში ამავე სკოლის პირველი კლასელი გიორგი ღადუა საკუთარი ლექსებით წარსდგა თანაკლასელებისა და თანასკოლელების წინაშე.
როგორც გიორგის დედა ამბობს, ის სიტყვებს სულ პატარა ასაკიდან რითმავს, რასაც შემდგომში ჩანაწერების სახით ინახავდა. ნორჩი პოეტისთვის უსაყვარლესი ლექსი სწორედ დედას ეძღვნება.
ღონისძიება პირველი კლასის დამრიგებელის ადა შელიას და სკოლის ბიბლიოთეკარის ლუარა გვარამიას ორგანიზებით მოეწყო, რომლის წამყვანიც მეცხრე კლასის მოსწავლე ნიკა კორტავა გახლდათ (რისთვისაც მადლობას ვუხდით მას).
შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ ნიჭიერ მოსწავლეს გიორგი ღადუას.
27.12.2018
სადაზღვევო კომპანიის საჩუქარი ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას (ვიდეო)
27 დეკემბერს, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას სს სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ წარმომადგენლები ეწვივნენ და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.
საჯარო სკოლას 300 ერთეული წიგნი გადაეცა, მათ შორის - საბავშვო და სამეცნიერო ლიტერატურა.
როგორც „ევროინს ჯორჯიას“ წარმომადგენელმა - იმედა ალხაზიშვილმა განაცხადა, აქციის მიზანი სკოლის წიგნადი ფონდის განახლება და განათლების ხელშეწყობაა.
„აი სი ჯგუფი“ 2005 წლიდან წარმატებით საქმიანობს სადაზღვევო ბაზარზე. 2018 წლის მიწურულს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი“ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია “EUROINS GROUP”-ის წევრი გახდა. ამიერიდან „აი სი ჯგუფი“ „ევროინს ჯორჯიას“ სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე.

26.12.2018
პირველკლასელთა საახალწლო ზეიმი (ვიდეო)
დიდი მადლობა სკოლის დირექციას, საგნის მასწავლებლებს და მშობლებს ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
კლასის დამრიგებელი ადა შელია.
ზეიმის სრული ვიდეო
კლასის დამრიგებელი ადა შელია.
ზეიმის სრული ვიდეო
Подписаться на:
Сообщения (Atom)