01.12.2020

ონლაინ გაკვეთილები

 


ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის პირველი დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით გადადის ონლაინ სწავლებაზე.

გაეცანით ადა მასწავლებლის ონლაინ გაკვეთილების  განრიგს:

ორშაბათი V -კლ -12 საათი 
სამშაბათი VI -კლ - 11 საათი
ოთხშაბათი IX -კლ - 10 საათი
ოთხშაბათი III -კლ - 11 საათი

ჯანმრთელობას გისურვებთ !




10.12.2019

,,ვიმოგზაუროთ ერთად წიგნის სამყაროში"


ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები სტუმრად ხობის N 1 საჯარო სკოლის მე-2 კლასში (დამრიგებელი ქალბატონი ადა შელია) პროექტის ფარგლებში ,,ვიმოგზაუროთ ერთად წიგნის სამყაროში".
პროექტის მთავარი იდეა არის მოსწავლეებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივება, ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბება, ინტეგრირება სკოლასა და ბიბლიოთეკას შორის.
ბიბლიოთეკის თანამშრომლები მოსწავლეებს ესაუბრნენ ბიბლიოთეკაზე, წიგნზე. გააცნეს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით სარგებლობის წესები.
ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ავითარებს კითხვა გემოვნებას, სიტყვით ხელოვნების ტკბობით უნარს, როგორ შეიძლება ჩავწვდეთ პერსონაჟის შინაგან სამყაროს, თვალი მივადევნოთ მათი სულის მოძრაობას, ხასიათის ჩამოყალიბებას. წიგნის საშუალებით შესაძლებლობა გვეძლევა ვიცხოვროთ სხვადასხვა დროში, ნებისმიერ ეპოქაში, რეალურსა თუ ზღაპრულ სამყაროში, არსებულსა თუ არარსებულ განზომილებაში.
წაიკითხეს ზღაპარი, ლექსები, გამოცანები...
მადლობა ხობის N 1 საჯარო სკოლას, კლასის დამრიგებელსა და მოსწავლეებს ურთიერთთანამშრომლობისა და საინტერესოდ გატარებული ერთი საათისათვის...

27.11.2019

მოლოცვა ხობის მონასტერში

2019 წლის 27 ნოემბერს სსიპ ხობის #1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა ამავე სკოლის პედაგოგთან ადა შელიასთან და სკოლის ბიბლიოთეკართან ლუარა გვარამიასთან ერთად ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ათონის წმინდა მთიდან ახლად მობრძანილი ღვთისმშობლის სახელობის ხატები მოვილოცეთ და უფალს  მშვიდობა შევავედრეთ ჩვენს სამშობლოში.

04.10.2019

ვულოცავთ! გიორგი ღადუას და დავით ბუკიას,საჭადრაკო ტურნირში მეორე და მესამე ადგილის დაკავებას

2 ოქტომბერს ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში „ევროპის სპორტის კვირეულის“ (European Week of Sport – #Beactive) დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელშიც სხვა წარმატებულ მონაწილეებს შორის ჩვენი კლასის ორი მოსწავლე: გიორგი ღადუა  და დავით ბუკია დაჯილდოვდნენ საჭადრაკო ტურნირში მეორე და მესამე ადგილის დაკავებისათვის. 
კლასის სახელით ვულოცავთ დავითს და გიორგის წარმატებას და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალშიც.